რომის პაპი - სიკვდილით დასჯა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაული ჩაიდინა პატიმარმა

რომის პაპი - სიკვდილით დასჯა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაული ჩაიდინა პატიმარმა

სიკვდილით დასჯა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაული ჩაიდინა პატიმარმა, - ეს განცხადება "ბიბისის" ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ გააკეთა. ვატიკანში სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე საერთაშორისო კომისიის წევრებთან შეხვედრისას, პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა ადამიანის სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევაა. მისივე თქმით, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება სიცოცხლე მოუსწრაფოს მეორეს. "კანონის უზენაესობისთვის, სიკვდილით დასჯა არის მარცხი, ვინაიდან ის უფლებას გვაძლევს მოვკლათ ადამიანი კანონის სახელით" , - აღნიშნა რომის პაპმა.

არგენტინელი სასულიერო პირი, ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას სათავეში 2 წლის წინ - 2013 წლის 13 მარტს ჩაუდგა. მისმა უშუალობამ და თავმდაბლობამ კათოლიკური სამყარო მალევე მოხიბლა. პონტიფიკოსი განსაკუთრებული ჰუმანურობით გამოირჩევა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა