ძიუდოს გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოს გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველომ ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აიღო. ქართველი ძიუდოისტები ლიდერები გახდნენ საერთო გუნდურ ჩათვლაშიც.

ირაკლი უზნაძის გუნდმა ტურნირის პირველი დღე უმედლოდ დაამთავრა, მეორე დღეს 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, შეჯიბრების დასკვნით დღეს კი 2 ოქროს, 2 ვერცხლის მედალი მოიგო.

საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100) მოიპოვეს. ვერცხლის მედლის მფლობელები უშანგი მარგიანი (81), ვარლამ ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) მოიპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია