ისლანდიაში ახალშობილს გვარის მაგივრად მამის სახელს არქმევენ

ისლანდიაში ახალშობილს გვარის მაგივრად მამის სახელს არქმევენ

ისლანდიაში 290570 მცხოვრებია - ვიკინგების შთამომავლები, რომლებიც კუნძულზე დაახლოებით 1100 წლის წინ დასახლდნენ. ქვეყნის მცხოვრებთა ტრადიციების უმეტესობაც სწორედ ამ მეომარი ხალხის - ვიკინგების ტრადიციების გაგრძელებაა.

პირველ რიგში, რაც გაგაოცებთ კუნძულზე აღმოჩენილს, არის ის, რომ ვერ ნახავთ ორ ერთნაირად ჩაცმულ ადამიანს - გარშემო იმდენად ნაცრისფერია ყველაფერი, გამუდმებული სიცივის გამო, რომ ხალხიც ფერადდება სამოსით და სახლებიც სულ ფერად-ფერადია.

ისლანდიელების ჩვევებსა და ტრადიციებშია ბევრი კითხვა, თუმცა განათლებაზე სულაც არ არიან გადარეულები, გემოვნების მხრივ საკმაოდ თავისუფლები გახლავან და როგორც სურთ, ისე ცხოვრობენ.

ისლანდიელები ამაყობენ, რომ სკანდინავიელ ხალხთა შორის მხოლოდ მათ შეინარჩუნეს ვიკინგების ჩვეულება, ახალშობილს გვარის ნაცვლად მამის სახელი მისცენ. შედეგად, ოთხკაციან ოჯახში მამას, დედას, ქალიშვილსა და ვაჟს სხვადასხვა გვარი ექნება.

თუ პეტური ბიორნის ვაჟი ქორწინდება გუდრუნზე, რომელიც ვილიაჰიალმის ქალიშვილია, მათ უჩნდებათ ორი შვილი - მარტა და ეინარი, მაშინ მარტა იქნება პეტურსდოტირი, ეინარი პეტურსონი, მამის სახელის მიხედვით, თავად პეტური კი არის ბიორნსონი, გუდრუნი კი ვილიაჰიალმსდოტირი.

ამ ე.წ. პატრონიმების გამოყენება გვარებად ისლანდიის სატელეფონო წიგნაკში ძალიან დიდ არეულობას იწვევს უცხოელის თვალში. თუმცა საქმის გასაიოლებლად იქ არის ნომრები როგორც გვარების, ისე სახელების მიხედვით. და კიდევ - რაკი სახელებიც მაინც შეზღუდული რაოდენობის აქვთ, აბონენტები ერთნაირი სახელებითა და გვარებით არც ისე ცოტაა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს