საქართველო ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა

საქართველო ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა

საქართველო იმ ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც ყოველდღიურად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები.

ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გასულ კვირას - 20 მარტს აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცია Gullup-მა მსოფლიოს ყველაზე მეტად და ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები დაასახელა. Gullup-ის პოზიტიური ინდექსის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცხოვრობს.

Gullup-მა მონაცემები 2014 წელს მსოფლიოს 143 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ისინი დღის განმავლობაში განიცდიან პოზიტიურ ემოციებს, სიხარულს და ხშირად იცინიან. 50%-მა კი განაცხადა, რომ გამოკითხვის წინა დღემ მათთვის საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ისწავლეს ან გააკეთეს რაღაც ახალი და საინტერესო.

გამოკითხვაში მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ ხუთ შეკითხვაზე - კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? ხომ არ იგრძენით თავი შეურაცხყოფილად? ბევრი იცინეთ თუ არა გუშინ? გააკეთეთ /ისწავლეთ თუ არა რაიმე საინტერესო? ისიამოვნეთ თუ არა?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია