მოლდოვის საგამოძიებო უწყება ქართველ ფეხბურთელებს ჩაწყობილ თამაშებთან კავშირში ადანაშაულებს

მოლდოვის საგამოძიებო უწყება ქართველ ფეხბურთელებს ჩაწყობილ თამაშებთან კავშირში ადანაშაულებს

მოლდოვის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებულ სინგაპურელებს შუამავლობას ქართველი ფეხურთელები უწევდნენ. როგორც მოლდოვის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ბოგდან ზუმბრიანუმ განაცხადა, ქართველები ცნობილი ფეხბურთელები არ არიან. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "ლელოს" მოლდოველმა ჟურნალისტმა მირონ გოიხმანმა მიაწოდა.

"თურმე, არსებობს მტკიცებულება, რომ სინგაპურის მოქალაქეები ამას მოლდოვაში წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. თქვენთვის კი საინტერესო ის უნდა იყოს, რომ აზიელებს მოლდოვაში შუამავლობას სხვები უწევდნენ, მათ შორის - ორი ქართველი ფეხბურთელი. ისინი საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელები არ არიან, რამდენიმე წლის წინათ "შერიფში" გამოდიოდნენ. თუმცა გვარები არ დააკონკრეტა, ოღონდ მიანიშნა, რომ ეს ფეხბურთელები ახლა მოლდოვაში აღარ თამაშობენ, საქართველოში იმყოფებიან, მაგრამ კავშირების წყალობით, მატჩების სასურველი შედეგებით დასრულებას ახერხებდნენ" - ამბობს ჟურნალისტის ინფორმაციით, მოლდოვის საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში, კიშინიოვის "დაჩიამ" ტირასპოლის "დინამო-ავტო" 6:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და 12 ადამიანი დააკავა: "დინამო-ავტოს" ფეხბურთელები, მწვრთნელი და ერთ-ერთი კლუბის მმართველები.

ისინი ეჭვმიტანილები არიან სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში. გარდა ამისა, ჩხრეკა "დაჩიას" ვიცე-პრეზიდენტის, რუსლან კმიტას სახლშიც ჩაატარეს.

კიშინიოვის სტადიონზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მალევე სინგაპურის ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულებას ცდილობდნენ. სინგაპურელებს ბრალი უკვე წაუყენეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. გაირკვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ცენტრს მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა და გამოძიების დაწყება სთხოვა. მოტივი შემდეგია: 30 მარტს ერთმანეთს ხვდებიან მოლდოვისა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებები. სინგაპურელები მოლდოვის ფედერაციის თანამშრომელს დაუკავშირდნენ და 50 ათასი ევროს საფასურად სთხოვეს მოლდოველებს მატჩი სამბურთიანი სხვაობით წაეგოთ.

"ინტერპრესნიუსი"

"კორონავირუსი ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, მასთან კვირას მქონდა კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე

"მინიმალური სიმპტომები გვაქვს... მე თენგიზისგან დავინფიცირდი, თავად მას კი იმდენი წყარო ჰყავს" - ცერცვაძის მეუღლის პირველი კომენტარი

"ხელფასებზე მოგვიანებით ვისაუბროთ... ცოტა ხნის წინ თანამშრომლები გადავიდნენ გამომუშავებაზე" - რას ამბობენ "საქნახშირში", სადაც 144 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა