თბილისში ხორცის არალეგალური საამქრო გამოავლინეს - სურსათის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თბილისში ხორცის არალეგალური საამქრო გამოავლინეს - სურსათის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო გამოავლინა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს განაცხადეს, ორგანიზაცია "ანტიკორუფციულ კავშირთან" თანამშრომლობის შედეგად, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ე.წ. საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო გამოავლინეს. საამქრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკუთვნის ინდმეწარმე მალხაზ ბუხნიკაშვილს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საამქროში საქონლის თავებს ამუშავებდნენ და ამ პროდუქციას გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში იყნებდნენ.

სურსათის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენის და მომზადების პროცესში. ხოლო შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტს და ვარგისიანობის ვადას. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ხორცი არ შეიძინონ არაორგანოზებულ რეალიზაციის პუნქტებში, როგორიც არის გარევაჭრობის ობიექტები.

ამასთანავე, სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევრთან. სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 2 91 91 68, რომელზეც სააგენტოს ინფორმაციით მიიღება ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია