გალის რაიონის სკოლები სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გადადიან

გალის რაიონის სკოლები სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გადადიან

გალის რაიონის თერთმეტი სკოლა მომავალი სასწავლო წლისთვის სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გადადის. "სპუტნიკ აფხაზიას" ცნობით, ამის შესახებ გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია მომავალში გალის რაიონის სკოლებში ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

"იზრდება თაობა, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსკენ არ უნდა იწევდეს. სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ქართულ ენაზე სწავლობდნენ, აფხაზეთს სარგებელს ვერ მოუტანენ", - აღნიშნა ნადარაიამ.

მისი განცხადებით, სკოლების შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის დაახლოებით ერთი მილიონი რუბლი იქნება საჭირო.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა