ასობით კილოგრამი მაკულატურა, რომელიც ასობით ხეს გადაარჩენს - "მაკულიტერატურის" მასშტაბური აქცია დაიწყო

ასობით კილოგრამი მაკულატურა, რომელიც ასობით ხეს გადაარჩენს - "მაკულიტერატურის" მასშტაბური აქცია დაიწყო

სავაჭრო ცენტრ "დიდუბე-პლაზას" ეზოში, სადაც აქცია "მაკულიტერატურა" მიმდინარეობს, დილიდან რიგები არ წყდება. "დიდუბე-პლაზას" ეზოში მისული ადამიანები მაკულატურას მათთვის სასურველ წიგნებში ცვლიან.

28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, პროექტი "მაკულიტერატურა" აქციას მართავს "დედამიწის საათის" დღესთან და "პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი "მაკულიტერატურა" საზოგადოებას სთავაზობს აქციას, ერთი კვირის განმავლობაში, 1 კილოგრამი მაკულატურა გაიცვლება 1 ლარის ღირებულების წიგნზე.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ აირჩიონ სასურველი წიგნი 500-ზე მეტი დასახელების ჩამონათვალიდან.

"პალიტრა მედიის" პროექტის "მაკულიტერატურის" პრეზენტაცია 2012 წელს თბილისის წიგნის ფესტივალზე მოეწყო და არსებობას დღემდე წარმატებით აგრძელებს.

იხილეთ:  ფოტოგალერია + ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია