ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ბოლო ოცი წელია ქვეყნიდან განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გარბის - ყველა რატომღაც ჩანთის ჩალა­გებას ჩქარობს და საქართველოდან წასვლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რატომ?­ ამაზე პასუხი, ვიცი, თავადაც გაქვთ, ამიტომ­ სოციალური პრობლემების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, სამშობლოდან წასულ ერთ-ერთ ქართველზე, 25 წლის მარიამ ქურასბედიანზე გიამბობთ, რომელიც 3 წლის წინ თბილისიდან პირდაპირ დუბაის "დიდ ავიაციაში" მოხვდა.

- იურისტი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში საკუთ­არი პროფესიით დასაქმება რთულია. უნივ­ერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეც ამ პრო­ბლემის წინაშე აღმოვჩნდი, არადა, ფინა­ნსურად ოჯახსაც უნდა დავხმარებოდი­. ამიტომ დუბაიში, ბიძაშვილთან წასვლა გადავწყვიტე, სადაც კურსები გავიარე და დუბაის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია "ეტიჰედის" ბორტგამცილებელი გავხდი. კომპანიაში, სადაც 20 ათასზე მეტი კაცია­ დასაქმებული, 3 ქართველი ვმუშაობთ. ჩემმა სამსახურმა ოცნების ახდენის შესა­ძლებლობაც მომცა - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ნამყოფი ვარ. ლაგოსსა და ბანგლადეშშიც კი გახლდით. ერთი სიტყვით, 80-ზე მეტი ქვეყანა მოვიარე და ყველაზე მეტად მაინც იმან გამაოცა, რომ თითქმის ყველგან­ ქართველს წავაწყდი. მეტიც, მელბურნში კოლეგებს აჭარული ხაჭაპურიც კი დავაგემოვნებინე.

- ავსტრალიაში ქართული რესტორანი­ პოპულარულია?

- დიახ. მელბურნში ონიანების ოჯახს ქართული რესტორანი აქვს გახსნილი, სადაც­ ქართული სამზარეულოს მოყვარულ­ებს, აჭარულის გარდა, გებჟალიასა და ხინკალსაც სთავაზობენ. ავსტრალიაში ქართულ რესტორანში თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა. დუბაის ავიაკომპანიის თითქმის ყველა­ კაპიტანს ქართული კერძები და წით­ელი ღვინო ძალიან უყვარს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს