გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ქარიშხალმა ავსტრიასა და შვეიცარიასაც გადაუარა. ქარის სიჩქარემ საათში 190 კილომეტრს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა მოგლიჯა ხეები. გერმანიაში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა, სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა დიუსელდორფსა და კიოლნს შორის, ასევე დიუსელდორფსა და დუისბურგს შორის.

გაუქმდა 150-მდე ავიარეისი ფრანკფურტის აეროპორტიდან, მიუნხენის ცენტრალური სადგურიდან კი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქარმა სადგურს სახურავი ახადა. ამ დროისათვის ქარის სიჩქარე შემცირდა, სატრანსპორტო მიმოსვლა კი ნაწილობრივ აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა