კვერცხების სროლა, დაკავებული ორი ქალი და დაპირისპირება პოლიციასთან - იუსტიციის სახლთან ე.წ. ატსტუპნიკების აქცია გაიმართა

კვერცხების სროლა, დაკავებული ორი ქალი და დაპირისპირება პოლიციასთან - იუსტიციის სახლთან ე.წ. ატსტუპნიკების აქცია გაიმართა

იუსტიციის სახლთან იპოთეკით დაზარალებული პირების და ე.წ. ატსტუპნიკების საპროტესტო აქცია გაიმართა.

ისინი საქართველოს მთავრობისგან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან მოითხოვენ, რომ მორატორიუმი დაწესდეს გამოსახლებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და კერძო იპოთეკარებს, მევახშეებს და ბანკებს დაუწესდეთ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები გამოსახლებასთან დაკავშირებით. მათივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უსახლკაროდ არის დარჩენილი და კიდევ ბევრ ადამიანს ემუქრება იგივე საფრთხე.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლს კვერცხები ესროლეს. ამის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილე ორი ქალი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთ მონაწილეს ხელწერილი დააწერინეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის. აქციის მონაწილეებმა ორი პირის დაკავება გააპროტესტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის გამო შეფერხდა იუსტიციის სახლის მუშაობა, რადგან აქციის მონაწილეებმა ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს. ამის გამო იუსტიციის სახლში მოქალაქეები გვერდით შესასვლელიდან შედიოდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები მორატორიუმთან და კანონმდებლობაში ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით არ შესრულდება, ისინი აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, რადგან აქციის ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

იუსტიციის სახლთან აქცია დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია