რას პასუხობს შვაინშტაიგერის ქართველი ფანი მათ, ვინც "არაკაცობა" და "მოღალატეობა" დასწამა

რას პასუხობს შვაინშტაიგერის ქართველი ფანი მათ, ვინც "არაკაცობა" და "მოღალატეობა" დასწამა

ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ დაუჩოქა "დინამო არენაზე" ქართველმა ფანმა ბასტიან შვაინშტაიგერს, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათშივე ქართული ინტერნეტსივრცის ჰიტი გახდა. თუმცა, არა მხოლოდ ქართულის. ვიდეო, სადაც სწორედ ეს ფაქტია ასახული, გერმანულმა bild.de გამოაქვეყნა სათაურით - "თაყვანისცემა საქართველოში - "თავდასხმა" ჩახუტებით ბასტიან შვაინშტაიგერზე".

ამის შემდეგ მოვლენები საქართველოში წარმოუდგენლად განვითარდა: ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც კუმირის მიმართ თაყვანისცემა ამგვარად გამოხატა, სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებით აიკლეს და ლამის "ქვეყნის ღალატში" დასდეს ბრალი.

ამ თემაზე სასაუბროდ "იმედის კვირამ" მოვლენის გმირი, ლევან სურამელაშვილი მიიწვია. ახალგაზრდამ მაყურებელს უამბო, როგორ აღმოჩნდა მოედანზე და რამ განაპირობა მისი ამგვარი საქციელი. იმ ხალხის, და განსაკუთრებით, სპორტული ჟურნალისტების საპასუხოდ კი, რომლებმაც მისი მისამართით ლანძღვა არ დაიშურეს, ლევან სურამელაშვილმა განაცხადა, რომ "ჯობია, საფეხბურთო პრობლემებს მივხედოთ!"

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: რამდენი გერმანელი ფანი ესტუმრა თბილისს და რის შესახებ წერენ ისინი აღფრთოვანებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია