როგორ ამხნევებენ სიმსივნით დაავადებულ გია მაისაშვილს ცნობილი ქალები

როგორ ამხნევებენ სიმსივნით დაავადებულ გია მაისაშვილს ცნობილი ქალები

"19 მარტს სტამბულში აღიარებულმა დასტაქარმა მეჩმაჯინ პამირმა და მისმა ჯგუფმა გამიკეთეს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია. 5 დღით ადრე გოგიტა გეგელაშვილის მეთაურობით საქართველოში კომპეტენტური დიანგნოზი იქნა დასმული მას შემდეგ რაც სამი კვირის განმავლობაში მქონდა უმძიმესი თავის ტკივილები და სრული უენერგიობა. დიაგნოზი მოითხოვდა უსწრაფეს ქმედებას", - ამის შესახებ გია მაისაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა [იხილეთ სრული ტექსტი].

ინფორმაციამ გია მაისაშვილის ავადმყოფობის შესახებ მალევე მოიცვა ინტერნეტსივრცე. პოლიტიკოსმა სოციალური ქსელების საშუალებით უამრავი ადამიანის გამამხნევებელი სიტყვები მიიღო და მათ შორის არიან ცნობილი ქალბატონებიც.

"აუცილებლად გამოჯანმრთელდებით, ბატონო გია!!!", - წერს ეკა ხოფერია.

"იბრძოლე გია, იბრძოლე სიცოცხლისათვის. ღმერთმა ძალა მოგცეს, დაგლოცოს და გამოგაჯანმთელოს!!!", - ამხნევებს მას ნესტან კირთაძე.

"ყველაფერი კარგად იქნება", - მიმართავს მაისაშვილს ია ფარულავა.

"მომენტი, როცა ფიქრობ, რა ცოტა დრო გვაქვს კარგი რაღაცეებისთვის და რაში ვხარჯავთ. გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო გიას! ყველაფერი კარგად იქნება! მოერევით ამ სენს!", - ასე კი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.

იხილეთ| "სიმსივნემ უნდა დათმოს დასათმობი. სიცოცხლეს გაუმარჯოს" - გია მაისაშვილი საკუთარ ავადმყოფობაზე წერს

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია