"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებით განგებ ცდილობს კრიმინალური მდგომარეობის არევას - არჩილ გამზარდია

"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებით განგებ ცდილობს კრიმინალური მდგომარეობის არევას - არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია კრიმინალური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამს:

"ეს დღეები სულ უფრო ხშირად მესმის ვერსია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებით განგებ ცდილობს კრიმინალური მდგომარეობის არევას, რადგანაც წინა ჯერზე მცდელობა ჩაუვარდათ და ერთ ხანს მომატებული კრიმინალი მალევე დასტაბილურდა.

არანაირი მოცემულობა არ მაქვს ან დავუჯერო ამ ვერსიას ან არ დავუჯერო, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლებია საუბარია ყოფილი ხელისუფლების კავშირებზე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და ამავდროულად დღეს "ნაციონალური მცდელობის" ძალისხმევასთან ქვეყანას განვითარებაში ხელი შეუშალოს, სამწუხაროდ, ზემოთ დასახელებული ვერსია დამაჯერებლობის ეფექტებს ქმნის.

მე მაინც არ ვიჯერებ ჯიუტად იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება კრიმინალთანაა გარიგებული კვლავინდებურად და ცდილობს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ წასვლას. თუმცა... ფაქტები აჩვენებს, რომ ჩემი სიჯიუტე ცდება რეალობის საზღვრებს და მე არ ვაფასებ ამ რეალობას სწორად" - წერს გამზარდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს