გრიგორი კარასინი - რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან მშვიდობიანად ცხოვრებით

გრიგორი კარასინი - რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან მშვიდობიანად ცხოვრებით

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან მშვიდობიანად და შეთანხმებულად ცხოვრებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რასისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას უფრო პრაგმატულად ცდილობს.

"ჩვენ კომუნიკაციას ვამყარებთ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენს ქვეყნებს არ აქვს დიპლომატიური კავშირები. მომავლისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ძველი, მძვინვარე ანტირუსული რეჟიმისგან, რომელიც მიმართული იყო მისი ჩრდილოელი მეზობლისკენ. თანამედროვე მსოფლიოში ასე ცხოვრება შეუძლებელია. ეს არის პოლიტიკური იდიოტიზმის მაგალითი. როდესაც შენ ცხოვრობ პატარა ქვეყანაში, რომელიც არსებობს წამყვანი ძალის გვერდით, რაციონალურად უნდა გაზომო შენი გეოპოლიტიკური ამბიციები. სხვა შემთხვევაში, შენ შენს ხალხს გაწირავ", - განაცხადა კარასინმა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნით და იმ ღია განცხადებებით, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ეხება.

კარასინი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზეც საუბრობს. "ჩვენ ცხრა შეხვედრა გავმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან. ის გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანია. შეხვედრების დროს ჩვენ არ ვეხებით იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ამ ვითარებაში შეუძლებელია. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ორმხრივი თანაშმრომლობის პრაქტიკულ საკითხებზე - ტრანსპორტის, ავაციის, სავიზო საკითხების, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის შესახებ" , - განაცხადა "რასისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში გრიგორი კარასინმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა