გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს

გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს

გარდაცვლილი ოთხი ნიგერიელი სტუდენტის ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს. გარდაცვლილ სტუდენტებს მეგობრებმა, კურსელებმა, თბილისში მყოფმა ნიგერიის მოქალაქეებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა პანაშვიდი გადაუხადა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ გარდაცვლილ სტუდენტებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, რის შემდეგაც სამგლოვიარო ღონისძიებაზე სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, რიმა ბერიაშვილმა მიმართა და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში გარდაცვლილთა ფოტოები იყო გამოფენილი, სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს ყვავილები მიჰქონდათ. ასევე სტუდენტების პატივსაცემად, გლოვის ნიშნად ყველა პირს მკლავზე შავი ლენტები ეკეთა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის 4 მოქალაქის ცხედარი წუხელ აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 3 სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის 1 სტუდენტის სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. უბედური შემთხვევა კი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ნიგერიელი სტუდენტები, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები იყვნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია