რა უნდა ვიცოდეთ მოგზაურობის დროს - რა ღირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რესტორანში სერვისი

რა უნდა ვიცოდეთ  მოგზაურობის დროს - რა ღირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რესტორანში სერვისი

დღემდე, ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ე.წ. "ჩაის" დატოვება მექრთამეობის ერთ-ერთი სახეა.

თავის დროზე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში წესად შემოიღეს მიმტანისთვის ე.წ. "ჩაის" დატოვება, ბევრმა ამ მოსაზრებას სკეპტიკურად შეხედა. დღემდე, ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ეს მექრთამეობის ერთ-ერთი სახეა.

აშშ-სგან განსხვავებით, სადაც "ჩაის" მიცემა ჩვეულებრივი მომენტია, ფრანგები და ავსტრალიელები რესტორნებში ფულს ზუსტად წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად იხდიან. "ჩაის" დატოვების კულტურა არ არსებობს არც შვედეთსა და იაპონიაში. ისრაელში კი კარგ ტონად ითვლება "ჩაის ფულის" მიცემა შეკვეთის ღირებულების 10%ის ოდენობით.

ხშირად "ჩაის" თანხას რესტორნის ტიპი და კონკრეტული რეგიონი განსაზღვრავს.

ჩინეთი

ჩინეთის დედაქალაქში მოქმედ რესტორნებში ე.წ. "ჩაი" კერძის თანხაშია შესული. თუმცა, ქვეყნის მსხვილ ქალაქებში მაინც მიღებულია "ჩაის" დატოვება და ეს თანხა ანგარიშის 0-3 პროცენტს შეადგენს. ჩინეთის რესტორნებში მიმტანის საშუალო ანაზღაურება ყოველთვიურად 2 823 იუანს შეადგენს (დაახლოებით 455 დოლარი), კერძის საშუალო ღირებულება კი 40-70 იუანია (6-12 დოლარი).

ისლანდია

2013 წელს ისლანდიაში ფასების დონემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით 12%-ი შეადგინა, 2015 წელს კი ექსპერტები ისლანდიაში ფასების 20%-ით ზრდას პროგნოზირებენ. რაც შეეხება რესტორნებს, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ რესტორნებში მომსახურების 15% ანგარიშში არის შეთანილი. ისლანდიაში მიმტანის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 389 059 ისლანდიურ კრონს, დაახლოებით 2 850 დოლარს შეადგენს, რესტორანში კერძის საშალო ღირებულება კი დაახლოებით 15-23 დოლარს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა