მეცნიერებმა გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვის ფენომენი ახსნეს

მეცნიერებმა გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვის ფენომენი ახსნეს

ამერიკელმა ექიმებმა ახალი ახსნა მოუძებნეს ყოველგვარ მითებს, რაზეც ადამიანები კლინიკური სიკვდილის ან გულისცემის გაჩერების დროს ყვებიან. ისინი თვლიან, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე, საუბრები მიცვალებულ ახლობლებთან სრულიად არარეალურია. სამედიცინო ცდებით დადგინდა, რომ ტვინის მიმართულებით გლუკოზისა და ჟანგბადის რაოდენობის შემცირება, უეცრად ტვინის ძლიერ სტიმულირებას იწვევს, ამის შესახებ გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences იტყობინება.

ჟურნალი განმარტავს, რომ კვლევა მიჩიგანის შტატის მეცნიერებმა ჩაატარეს. სასურველი შედეგის მისაღწევად, მათ თაგვები ასფიქსიამდე მიიყვანეს, მღრღნელების ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს შესაბამისი მოწყობილობა ადევნებდა.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ გულის გაჩერებიდან დაახლოებით, 30 წამში უეცრად იზრდება თავის ტვინის აქტიურობა, რაც უჩვეულო ხილვების გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. თუკი გულის გაჩერების დროს, წამლის საშუალებით, ადამიანის ორი ორგანოს კავშირის ბლოკირება მოხდება, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს