რა ოცნება აუხდინა ქმარმა სოფო ბედიას გათხოვებიდან მესამე დღეს

რა ოცნება აუხდინა ქმარმა სოფო ბედიას გათხოვებიდან მესამე დღეს

სოფო ბედიას ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, თუმცა ფიქრობს, რომ კორპუსში ძაღლი ცოდოა, ეზოიან სახლში მისი ყოლა კი დიდი ბედნიერებაა. ვინ უვლის მის ახალშეძენილ

ლეკვს, მომღერალი თავად გვიამბობს.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით - ძაღლები. ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა ლეკვი, რომელიც ჩემს სახლში იცხოვრებდა, მაგრამ დედაჩემს ცხოველები ბეწვისა და სხვა საკითხების გამო არ უყვარს და ამ კუთხით დღემდე მეწინააღმდეგება, მაგრამ უკვე ჩემი სახლი მაქვს და თავად მივიღე გადაწყვეტილება. ცხოვრების დიდი ოცნება ჩემმა მეუღლემ ამისრულა. ექსპრომტად, ქორწილიდან მესამე დღეს ქართული ნაგაზი – ბუბუ მაჩუქა, ცისფერთვალება, ლამაზი და ბუთქუჩელა. სრულიად მოულოდნელად, გაუფრთხილებლად და უსიტყვოდ მომიყვანა. როგორ იყო, იცი? სადღაც მივდიოდით, მიშამ მანქანით მომაკითხა, ჩავედი, გავაღე კარი და რას ვხედავ, ზის ეს საყვარელი არსება, გადავირიე, ისე გამიხარდა. ვკიოდი, ქუჩაში მთელი ხალხი მე მიყურებდა (იცინის). მართლა მაგარი სიურპრიზი იყო. ძაღლები გამორჩეულად მიყვარს, კატის სილამაზეს, გრაციოზულობას ვაფასებ, მაგრამ ვერ მოვეფერები, ძაღლი კი სულ სხვა თემაა.

- ვინ აიღო საკუთარ თავზე ძაღლის მოვლა-პატრონობა?

- მოგეხსენებათ, მე კორპუსში ვცხოვრობ, ძაღლის ყოლის გამოცდილება არ გვქონდა, მით უმეტეს, კავკასიური ნაგაზი და ასეთი ჯიშის ძაღლები არ არიან კორპუსის სახლისთვის განკუთვნილნი. ვიფიქრე, სანამ პატარაა, იცხოვრებს ჩემთან და მერე მოვიფიქრებთ რამეს-მეთქი, მაგრამ მისი მოსაქმებები აღარ დასრულდა, დამიგლიჯა შპალერი, ფარდები თავისი ნემსივით კბილებით….

იმდენად მიყვარდა, სხვაგან გასაშვებად ვერ ვიმეტებდი, თან, ლეკვს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, როგორც პატარა ბავშვს, საათობრივად ვაჭმევდი, ვაბანავებდი, ფენით ვაშრობდი და ა.შ. როგორც შვილს, ისე ვუვლიდი.

მიუხედავად ამისა, ცუდად გამიხდა, ენტეროვირუსი დაემართა, თურმე დამუშავებული არ იყო ჭიებზე. შემიძლია ვთქვა, რომ მისი ავადმყოფობა იყო ჩემი ავადმყოფობა. დასჭირდა გადასხმები, წამლები, წონაში ძალიან დაიკლო... ისეთ მდგომარეობაში იყო, მეგონა, ვერ გადაიტანდა. ასეთ რთულ ვითარებაში ვიყავით, როცა ჩემმა დედამთილმა, მაგას ვენაცვალე, მოჰკიდა ხელი და წაიყვანა თავისთან, ატარა ექიმებში, თუ რამე ძვირად ღირებული და კარგი იყო, არაფერი დაინანა და მართლაც გამოჯანმრთელდა ჩვენი ბუბუ. თვითონაც ბევრი იბრძოლა, ეს დაავადება ხშირად ფატალურად მთავრდება, თანაც, ერთი თვის და ერთი კვირის იყო, რომ მომიყვანეს და დაახლოებით ორ კვირაში ცუდად გამიხდა. როგორც ჩანს, სითბო, ფუფუნება და ტკბილი ცხოვრება ამ ჯიშის ძაღლებისთვის არაა. ალბათ, მართლა მკაცრ რეჟიმში უნდა იზრდებოდეს, მე კიდევ პატარა ბავშვივით დავკანკალებდი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს