ვლადიმერ პუტინი - უკრაინის მთავრობა საკუთარი ხელით იცილებს დონბასს

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის მთავრობა საკუთარი ხელით იცილებს დონბასს

უკრაინის მთავრობა საკუთარი ხელით იცილებს დონბასს, აი ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეეძლო დონბასის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა.

"მე ვცადე დამერწმუნებინა პოროშენკო, რომ არ ეცადა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ძალის გამოყენებით აღმოფხვრა, თუმცა, ის არ დამეთანხმა" , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი დონბასის ბლოკადას ახდენს. მისივე თქმით, მოსკოვი არ აპირებს კიევს თავს მოახვიოს დონბასის კრიზისის გადაჭრის გადაწყვეტილება, თუმცა, მზადაა საკუთარი აზრი ყოველთვის გამოხატოს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა