მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, მალე დედამიწა ვულკანებმა გაანადგუროს

მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, მალე დედამიწა ვულკანებმა გაანადგუროს

დღემდე არსებულთა შორის ყველაზე ძლიერი ვულკანის ამოფრქვევა, შესაძლოა, ამ საუკუნეში მოხდეს, რაც გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და ცივილიზაციის პოტენციურ განადგურებას, - წერენ ევროპელი გეოლოგები.

ბევრი პალეონტოლოგი და ევოლუციონისტი თვლის, რომ ვულკანების ძლიერ ამოფრქვევებს ემსხვერპლა ცხოველების და მცენარეების მასიური რაოდენობა. მეცნიერების შეფასებით, ასეთი კატაკლიზმური მოვლენის შანსი საკმაოდ მაღალია და 10%-ს შეადგენს. ვინაიდან ადამიანს ჯერ არ შეუქმნია ვულკანებზე დაკვირვების გლობალური მონიტორინგის საშუალება და სეისმური ქსელი, რომელიც მიწისძვრებს აკვირდება, კატასტროფისთვის შემზადება შეუძლებელი იქნება.

ამის გამო გეოლოგები მოუწოდებენ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომ გაერთიანდნენ და შექმნან მონიტორინგის სისტემა, რაც საბოლოოდ საგრძნობლად შეამცირებს მსხვერპლს და ეკონომიკურ დანაკარგებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს