ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა

ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ნადირაძე 16 წელია, საჭესთან ზის, ამბობს, რომ ამ მხრივ უნიჭო იყო. დღეს უკვე გამოცდილი მძღოლია, ერკვევა მანქანის ტექნიკურ დეტალებში, თუმცა არ იცის და არც აპირებს ისწავლოს საბურავის გამოცვლა. სამაგიეროდ, დაუმეგობრდა მანქანის ხელოსნებს, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას უგვარებენ. თავად, როგორც ექიმი, ხშირად უწვდის მათ დახმარების ხელს.

- მანქანის მიმართ ინტერესი საკმაოდ გვიან, 29 წლის ასაკში გამიჩნდა. ჩემი შვილი 18 წლის ასაკში რომ ზის საჭესთან, ჩემს დროს ასე არ იყო. როცა გადავწყვიტე, მანქანის ტარება მესწავლა, ავიყვანე პედაგოგი, ბატონი არტუშა, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებ გულითად მეგობრობას და უკვე ჩემი პაციენტია. ძალიან მიყვარს მარტო იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო ვი-ყავი ამ სფეროში და ძლივს მასწავლა. მანამდე დედაჩემმა, ჩემმა მეუღლემ სცადეს, ესწავლებინათ ჩემთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

- პირველი მანქანა...

- ''ფოლკსვაგენ ვენტო'', რომელიც წელიწად-ნახევარში, მირტყმა-მორტყმისგან ფაქტობრივად ''შპაკლადქცეული'' გავყიდე. არტუშასთან გაკვეთილზე ვიყავი, მთხოვა, თავისუფლების მოედანზე ყოფილ მერიასთან გამიჩერეო, გადმოვიდა მანქანიდან და მითხრა, შენ უკვე იცი მართვა და წადი სახლშიო. ვუთხარი, არ დავეტოვებინე, მაგრამ გაიქცა. რაღას ვიზამდი?! მარჯანიშვილამდე წამოვედი მარტო, სახლში მისული ნერვიულობისგან თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ეს ჩემი პირველი მანქანა ''ვუჩაჩქუნე'', სადაც შემეძლო, ხან მე დავარტყი, ხან მე დამარტყეს, ალბათ, ისევ ჩემი გამოუცდელობის გამო, მაგრამ მისი მადლობელი იმიტომ ვარ, რომ მასზე ვისწავლე მანქანის აწყობა-დაშლა. ჩემს მეუღლეს მაგ დარგში ჩემთვის არ ეცალა, ამიტომ პროფილაქტიკაში მიყვანა, გაკეთება - ყველაფერი ჩემზე იყო, გავერკვიე ტექნიკურ საკითხებში, თუმცა საბურავის გამოცვლა არ ვიცი და არც ვაპირებ სწავლას.

- მანქანას ქუჩაში ''დაუტოვებიხარ''?

- არა, მფარველები მყავს. იმ პერიოდში, როცა მანქანას აქეთ-იქით აქტიურად ვურტყამდი, დიღმის პროფილაქტიკის ყველა ხელოსანი გავიცანი, მათ შორის სამველი, რომელიც მართლა ჩემი მფარველია. რამე გამიფუჭდება თუ არა, მაშინვე მას ვურეკავ, ჩემი ყველა მანქანა მისი გაყიდულია, არადა, იქამდე ცხოვრებაში მანქანა არ ჰყავდა გაყიდული, პირველი ჩემი ავტომობილი იყო. სამჯერ გაიყვანა გასაყიდად, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, ერთხელ თითქმის გაყიდული მოაბრუნეს უკან. მერე დედამისს მიუყვანა, რომელმაც გამოულოცა თუ შეულოცა და, როგორც იქნა, გაიყიდა (იცინის).

მანქანას რა სიხშირით ცვლი, მალე გბეზრდება?

- ისე ხდება, რომ ორწელიწად-ნახევარში ვცვლი ხოლმე, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარაფრისთვის არ მცალია, თან ახლა ფინანსებიც არ მაქვს, რომ შევცვალო. სახლს რომ ვაშენებთ, მთელი ბიუჯეტი იქითაა მობილიზებული, ამიტომ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი ვერ შევიცვლი მანქანას.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა?

- არ მიყვარს ჯიპები, ყველგანმავალი მანქანები. მომწონს ორკარიანი, ცოტა სპორტული ავტომობილები და მყავს კიდეც ''მერსედესი ცლკ''. საცობებსა და პარკირების პრობლემას საერთოდ წყობიდან გამოვყავარ და დიდი მანქანებით როგორ ახერხებენ ამას, მიკვირს. ზოგადად, ამ საკითხში პრეტენზიული არ ვარ, ჩემთვის იდეფიქსი არაა ძვირად ღირებული მანქანით მოძრაობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია