"მაკულიტერატურის" აქცია დღეიდან ქუთაისში დაიწყო

"მაკულიტერატურის" აქცია დღეიდან ქუთაისში დაიწყო

"მაკულიტერატურის" აქციამ რეგიონებში გადაინაცვლა. თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გასცეს. თუმცა, გრანდიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. აქციის პირველი მასპინძელი ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა. მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშურსა და ყვარელს.

ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.makuliteratura.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია