გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური პროგრამის მიხედვით, პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ, უკვე მისი დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ბელარუსის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოს და ბელორუსის სახელმწიფო ჰიმნები. ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ამის შემდეგ კი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. უკვე ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან. ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."