მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული და თავმდაბალი მილიარდერები

მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული და თავმდაბალი მილიარდერები

წარმოგიდგენთ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც უარს ამბობენ კერძო თვითმფრინავებზე, იახტებზე, ფეშენებელურ აპარტამენტებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე

ერთ-ერთი პოპულარული ბიზნეს-თეორიის თანახმად, ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას, თუ მხოლოდ ფულისთვის მუშაობთ. მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია, რომლებიც ქონების დაგროვების შემდეგ უარს არ ამბობენ მდიდრულ აპარტამენტებზე, საკუთარ კუნძულებზე, იახტებსა და თვითმფრინავებზე. თუმცა, არიან მილიარდერები, რომლებიც გამდიდრების შემდეგაც ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ბოლომდე სამუშაოში არიან ჩაფლული.

წარმოგიდგენთ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც უარს ამბობენ კერძო თვითმფრინავებზე, იახტებზე, ფეშენებელურ აპარტამენტებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე.

დევიდ ჩერიტონი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ჩერიტონი ლექციებისგან თავისუფალ დროს, საინტერესო ტექნოლოგიური სტარტაპების ძიებითა და ინვესტირებით არის დაკავებული. ამერიკელმა პროფესორმა ცხოვრების მთავარი ინვესტიცია გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს განახორციელა, როცა თავის სტუდენტებს 100 ათასი დოლარი ასესხა კომპანია "გუგლის" განვითარების მიზნით. ამ გარიგებამ დევიდ ჩერიტონს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. დღეს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ქონება 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ის იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც 30 წლის წინ ცხოვრობდა და არც ძვირადღირებული, ბოლო მოდელის მანქანით სარგებლობს.

ინგვარ კამპრადი

89 წლის შვედი ბიზნესმენი, საქვეყნოდ ცნობილი ავეჯის მაღაზიათა ქსელის IKEA-ს დამფუძნებელი დღემდე დაუღალავად შრომობს. პირველი შემოსავალი ინგვარ კამპრადმა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში იშოვა, როდესაც სტოკჰოლმში ნაყიდ ასანთს, საშობაო მოსართავებს, ფანქრებსა და ბურთულიან კალმებს მშობლიურ ქალაქში ჰყიდდა. 17 წლისამ კი IKEA დააფუძნა. დღეს შვედი ბიზნესმენის ქონება 3,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა ინგვარ კამპრადს არასდროს დაუხარჯავს ფული მდიდრულ რესტორნებში და ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობს. დღემდე 89 წლის ბიზნესმენი ძველი "ვოლვოთი" გადაადგილდება.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა