თბილისის ყველაზე ძვირადღირებული სკოლები

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული სკოლები

Bpn.ge შეეცადა გაერკვია, რას სთავაზობენ ძვირადღირებული სკოლები მშობლებს და მათ შვილებს მაღალი გადასახადის სანაცვლოდ.

შვილისთვის სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პერიოდია მშობლისთვის, რომელიც რთული არჩევანის წინაშე დგება. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები კერძო სკოლებში არსებულ უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასეხელებენ. თუმცა, საქართველოში კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. Bpn.ge შეცადა გაერკვია, რას სთავაზობენ ძვირადღირებული სკოლები მშობლებს და მათ შვილებს მაღალი გადასახადის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ჩვენს მიერ გამოკითხულ არცერთ სკოლაში უახლოეს მომავალში სწავლის საფასურის გაზრდას არ გეგმავენ.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში - აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. წლიური გადასახადი 19 000 ლარია. როგორც აკადემიის საგარეო ურთიერთობის დეკანი, ია თოფურია აღნიშნავს, ღირებულება არ შეცვლილა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. რაც შეეხება კვებას, მშობელმა კვებისთვის საჭირო თანხა ცალკე უნდა გამოყოს. მაგრამ როგორც აკადემიაში აღნიშნავენ, საშუალოდ, 5 ლარი მოსწავლისთვის ერთი დღის მანძილზე საკმარისია. სკოლაში მოსწავლეებს ფინანსური შეღავათებიც აქვთ. ამ ეტაპზე ფინანსურ შეღავათებს 70 მოსწავლე იღებს და საერთო ჯამში, ეს თანხა 450 000 ლარს შეადგენს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ასევე გასცემს სტიპენდიებსა და სხვა სახის დაფინანსებებს. როგორც ია თოფურია აღნიშნავს, გასულ წელს სტუდენტებმა სტიპენდიებისა და დაფინანსების სახით 2 მილიონ 600 ათასი დოლარი მიიღეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია