"ვხედავ ძალიან დიდ ცვლილებებს ქართულ პოლიტიკაში" - ლელა კაკულია აწმყოსა და მომავალზე

"ვხედავ ძალიან დიდ ცვლილებებს ქართულ პოლიტიკაში" - ლელა კაკულია აწმყოსა და მომავალზე

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საქართველოს შიდაპოლიტიკაში განვითარებული მოვლენის საპასუხოდ, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საკუთარ წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს, რომლებიც " ქართული ოცნების" ხელისუფლებას, დღევანდელ ოპოზიციასა და მომავალ მთავრობას ეხება:

2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები იქნება მთავრობასა და პარლამენტშიც, მოდის ცვლა, რომელიც საქართველოს გააკვირვებს. თუმცა ეს ცვლა მცირე დროით განისაზღვრება, ამ მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდება, ვხედავ, საქართველოს სასარგებლოდ!

2011 წელი, 6 სექტემბერი, ურეკი.

ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან, მაგრამ ეს სახეები ყველასათვის ნაცნობია. ეს ჰგავს ჯამს, რომელიც ციფრებისთვის ადგილების შეცვლით არ იცვლება!!!

2012 წელი, 18 თებერვალი.

ოლიგარქი, ვხედავ, ბევრს გამოყრის თავისი რიგებიდან. მართალიც იქნება. ზოგიერთი საკუთარ თამაშს იწყებს, მაგრამ ვერ დააბოლოვებს. აქ პირველი შური და ერთმანეთის ქიშპია, თუმცა, მართალი რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკას ეს შუღლი და შური ყოველთვის თან ახლავს.

2012 წელი, 22 აპრილი, თბილისი.

მინდა ვთქვა: ივანიშვილის მხარდამჭერი პარტიების გუნდი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოვლენ, არ არის ერთიანი. ისინი ვერც აქამდე ეგუებოდნენ ერთმანეთს და ვერც მომავალში შეეგუებიან. მათთვის მთავარია, თავი შეყონ პარლამენტში და მერე ყველა საკუთარ თამაშს დაიწყებს.

2013 წელი, 10 იანვარი.

დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, არის გარდამავალი რგოლი. ბევრი რამ იცვლება. ახალ სახეებად მოვლენილი ძველი პოლიტიკოსები ხალხის გულს მაინც ვერ მოიგებენ! ხალხი ვერ ივიწყებს წარსულს. იმდენად ღრმად არის მათ მეხსიერებაში ჩამჯდარი მავანთა მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ივიწყებენ კი არა, პირიქით, არ პატიობენ! ეს ვიცი 100 პროცენტით. ამიტომ მათი როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია.

რაც გაკეთდება და რა მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეთ, ხალხი მაინც პრემიერს მიაწერს ყველაფერს: "ეს პრემიერის დამსახურებაა", "ეს პრემიერმა გააკეთა" და ა.შ. კოალიციის წევრები ხვდებიან, რომ ხალხი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ხედავს - პრემიერ-მინისტრს, მისი სჯერა მხოლოდ.

მომავალში უმრავლესობა მაინც დაიშლება! ყველა თავის თამაშს იწყებს, მაგრამ რაც არ უნდა მოიმოქმედონ, თავშივე წაგებული აქვთ.

2013 წელი, 19 მარტი, თბილისი.

საქართველოს პოლიტიკა ნელ-ნელა დაიწმინდება და მოდიან პოლიტიკოსები, ასევე მთავრობაც, რომლებიც რუსეთს არაფერს შეარჩენენ. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ საქართველო დაუჩოქებს და მისცემს უფლებას, გაატარონ იგივე პოლიტიკა, როგორსაც ატარებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამას რუსები ძალიან სწრაფად მიხვდებიან და ამით ცდილობენ მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველო მიიწევს რუსეთისკენ და არა ევროპა-ამერიკისკენ.

2013 წელი, 26 მაისი.

უკმაყოფილების დიდი ტალღა გადაუვლის საქართველოს. დღეს ყველაფერი ერთად იყრის თავს. პოლიტიკოსები სკამებს იმყარებენ, ძალას არ იშურებენ, რათა მდგომარეობა შეინარჩუნონ. საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკური კურსი არ მოსწონთ, მაგრამ ხმამაღლა აზრს ვერ გამოთქვამენ. თუკი იყო რომელიმე მათგანისგან ამის მცდელობა, სასწრაფოდ გადაკეტეს! აქ ვხედავ, პოლიტიკოსებს უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ხალხს. აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება, სულ სხვა სახეს ღებულობს.

2014 წელი, 21 ნოემბერი, 18:00 სთ.

ქართულ შიდაპოლიტიკაში ძალიან დიდი ძვრები მოხდება. ეს ძველი სახეები გაქრებიან. მოდიან ჭკვიანი მეცნიერები, მცოდნენი თავისი საქმისა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ. ვხედავ ძალიან დიდი ცვილებებს ქართულ პოლიტიკაში. პირველი რაც ყველაზე მეტად მახარებს და მაღელვებს, ეს ის ხედვებია, რომლებიც სოციალურად დაუცველებს ეხებათ. გაუმჯობესებულ პირობებს ვხედავ.

განათლების ხარისხი აუცილებლად აიწევს. ვხედავ მამაკაც მინისტრს, რომელიც დიდ გადატრიალებას მოახდენს ქართული განათლების სისტემაში, რაც უმნიშვნელოვანესია პატარა ქართული სახელმწიფოსთვის. ასევე დიდი გარდაქმნა მოხდება სოფლის მეურნეობაშიც. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. საერთოდ, ქართულ შიდაპოლიტიკაში მომხდარი დიდი ცვლილებები საქართველოს სასიკეთოდ იქნება.

1006 ახალი ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში საქართველოში 17 349 ტესტი ჩატარდა

სკოლების პედაგოგებს, სადაც სწავლა 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი