აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია

აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია

მსოფლიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები, ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმეზე დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. "ჩვენი ძირითადი კონტინგენტი იქიდან გამოვიდა მარტში, ახლა არის დარჩენილი 5 სამხედრო მოსამსახურე. ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ვიცით, რომ დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ რაიმე შეტყობინებას მიიღებს ქართული მხარე, საერთაშორისო გამოძიებაში აუცილებლად ჩავერთვებით", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.

პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ თჰე Gუარდიან-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ.

დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."