რას ყვებიან თვითმხილველები თბილისის ზღვაზე ჩანთით ჩამომხრჩვალ 16 წლის გოგონაზე

რას ყვებიან თვითმხილველები თბილისის ზღვაზე ჩანთით ჩამომხრჩვალ 16 წლის გოგონაზე

თბილისის ზღვაზე 16 წლის გოგონა გუშინ საღამოს 19:00 საათისთვის გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გოგონა ზღვის ნაპირზე ჩაცმულ მდგომარეობაში იწვა, მოგვიანებით აჟიოტაჟი ატყდა, რომ ის გარდაცვლილი იყო.

"თავიდან ამბობდნენ, რომ გოგონას გულყრები ჰქონდა, თუმცა მერე ითქვა, რომ ის გარდაიცვალა. ადგილზე მოსული იყვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობია", - განაცხადეს თვითმხილველებმა. მათივე თქმით, გოგონას გარდაცვალების ფაქტი თბილისის ზღვაზე, სამაშველო სამსახურის ოფისთან მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, გოგონა სასკოლო ჩანთის ქამრით არის დამხრჩვალი. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია