"ან ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ანაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს"

"ან ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ანაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს"

ბოლო დროს ქვეყნის კონსტიტუცია არაერთხელ გახდა ინტერპრეტაციების და პოლიტიკური სპეკულაციების ობიექტი. ყველაზე დიდი პოლემიკა სახელმწიფოს ცხოვრებაში პრეზიდენტის როლისა და ადგილის განსაზღვრის ირგვლივ მიმდინარებდა. ფაქტია, კონსტიტუციას ყველა თავისებურად კითხულობს და განმარტავს. როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, "ჩვენ ისეთი კონსტიტუცია გვაქვს, მუდმივად დარტყმების მოგერიების რეჟიმში ამყოფებს ხელისუფლებას და არ აძლევს საქმეზე კონცენტრაციის საშუალებას." ხელისუფლება კი, ძირეული ცვლილებებს, რატომღაც, მუდმივი მოგერიების რეჟიმში ყოფნას ამჯობინებს. ებრძვის პრობლემას და არა პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. რატომ მიიჩნევს ხელისუფლება კონსტიტუციის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ცუდ ტონად? ხომ არ არის ეს წინა ხელისუფლების ქმედებებისგან გაჩენილი კომპლექსი, როცა კონსტიტუცია და კანონები ხშირად იცვლებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების სასარგებლოდ? - ჩვენს კითხვებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს.

- კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებული უნდა იყოს, ოღონდ იმ მიზნით, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ თავზე მისი მორგება ვერ შეძლოს. ამის თავიდან ასაცილებლად ერთი ცნობილი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მისი მიღება ამ ეტაპზე არავის სურს. საქმე შეეხება მოქმედი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ხმათა 2/3-ით და ორი მოსმენით მიღებას. ოღონდ შესწორებული ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეს ძალაში, თუ მას ახლადარჩეული პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ეს, ფაქტობრივად, იმის დაზღვევა იქნება, რომ კონსტიტუციაში არ შევა იმ სახის ცვლილებები, რასაც დღემდე ჰქონდა ადგილი. 2004 წლიდან მოყოლებული კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ იმ მიზნით ხორციელდებოდა, რომ ის ქვეყნის პირველ პირზე ყოფილიყო მორგებული. მოგეხსენებათ, დღეს არსებული კონსტიტუციაც 2010 წელს სწორედ ამ შედეგზე იყო გათვლილი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. იმ მოდელის მიხედვით, რომელზეც მე ვლაპარაკობ, პარლამენტი არ შეეცდება კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებს მოარგოს, რადგან მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მას გარანტირებული უმრავლესობის მოლოდინი ვერ ექნება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."