პაკისტანში ვერტმფრენის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო

პაკისტანში ვერტმფრენის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო

პაკისტანში ვერტმფრენის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენს, რომლითაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქალაქ გილგიტში გადაჰყავდათ, "ბოევიკებმა" ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად საფრენი აპარატი ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლას დაეჯახა. დაიღუპნენ ფილიპინებისა და ნორვეგიის ელჩები პაკისტანში და მალაიზიისა და ინდონეზიის ელჩების მეუღლეები.

ნიდერლანდებისა და პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლები კი დაშავდნენ. ამას გარდა, დაიღუპა ვერტმფრენის ორივე მფრინავი. ბორტზე სულ 17 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ქალაქ გილგიტში უცხოელი დიპლომატები საჯარო ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ, რომელსაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფიც უნდა დასწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა