მილიარდერთა ძვირად ღირებული გატაცებები

მილიარდერთა ძვირად ღირებული გატაცებები

ძვირადღირებული ავტომობილები, იახტები, ძვირფასი მეტალები, ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარული ნივთები - მილიარდერთა საყვარელი გატაცებებია. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჰობი სეზონურადაც იცვლება. გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მილიარდერთა შორის ბოლო პერიოდში პოპულარულ გატაცებებს გვთავაზობს.

ცხენების მოშენება

70-იან წლებში მდიდარ ადამიანებს შორის ცხენების მოშენება საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა თანდათან ეს ბუმი ჩაცხრა. ბოლო წლებში კი მილიარდერები კვლავ გაიტაცა ცხენების მოშონებამ. ერთი ცხენის შენახვა წელიწადში 50 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიარდერებს საჯინიბოში რამდენიმე ცხენი ჰყავთ, ეს თანხა საკმაოდ იზრდება.

თვითმფრინავის მართვა

მილიარდერების კიდევ ერთი საყვარელი გატაცებაა. თუ ადრე მილიარდერები მილიონობით დოლარს არ იშურებდნენ საკუთარი თვითმფრინავის შესაძენად, ახლა ეს საკმარისი აღარ არის. ახლა მილიარდერებს შორის მოდურადაც კი იქცა, თუ საკუთარ თვითმფრინავს თავად მართავ. მსოფლიო მასშტაბით უკვე იმდენი მდიდარი ადამიანი გაიტაცა თვითმფრინავის მართვამ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითმფრინავის მართვის შემსწავლელი საზაფხულო სკოლების რაოდენობა გაორმაგდა. ასეთ სკოლებში საბაზისო ცოდნის მიღება მინიმუმ 100 ათასი დოლარი ღირს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს