ქართველი მხატვრის გერმანული ცხოვრება - ''ვხატავდი ყველგან, ცელოფანზეც კი''...

ქართველი მხატვრის გერმანული ცხოვრება - ''ვხატავდი ყველგან, ცელოფანზეც კი''...

13 აპრილს შტუტგარტში ოთხი ქართველი მხატვრის ერთობლივი გამოფენა გაიმართა. მათ შორის ერთ-ერთი თეა ჭყონიაა. თეა ამ ეტაპზე დროის დიდ ნაწილს გერმანული ენის შესწავლას უთმობს, რომ საშემოდგომოდ ქალაქის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის საშუალება მიეცეს. როდის დაბრუნდება საქართველოში, ჯერ არ იცის. დავინტერესდით, როგორია 30 წლის მხატვრის ქართულ-გერმანული ცხოვრება...

- ჩემს პროფესიაში ერთი მიმართულებით ''სვლა'' არ მომწონდა და გერმანიაში მომეცა საშუალება, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაო. საქართველოში ტექსტილის დიზაინის განხრით ვსწავლობდი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გამოვემგზავრე. გამოდის, რომ ამ ეტაპზე ვიცვლი პირვანდელ პროფილს, რადგან ქანდაკების სახელოსნოში მყავს ძალიან მაგარი პროფესორი და ოქტომბრიდან, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პარალელურად, მასთან სწავლის შესაძლებლობაც მექნება. ამ ეტაპზე ძირითადად აბრეშუმით ვმუშაობ, ამ მასალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

- გერმანიაში გამგზავრებამდე რა ხდებოდა თბილისში?

- თავდაპირველად სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მაგისტრატურის პერიოდში აკადემიაში ლურჯი სუფრების სახელოსნოში ვმუშაობდი. იმავე პერიოდში მოვამზადე პორტფოლიო, სივი და გავაგზავნე საინფორმაციო ცენტრში, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანიაში სწავლისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ოთხი თვის შემდეგ მივიღე პასუხი, რომლის მიხედვით საშუალება მომეცა, ერთწლიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გამევლო ბერლინის აკადემიაში - თანამედროვე ტექსტილის დიზაინის განხრით. საერთოდ არ ვიცოდი ენა და პირველი პერიოდი იყო ურთულესი, სრული ქაოსი (იღიმის). თუმცა, ენის ბარიერს თუ არ ჩავთვლით, ის ეტაპი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან პროფესიაში ძალიან დიდი ცოდნა მივიღე.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება