დონალდ ტუსკი - საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლებელია, 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ

დონალდ ტუსკი - საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლებელია, 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა ეს ოფიციალური დაპირება არ არის.

ასე უპასუხა ტუსკმა "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის შეკითხვას - იმოგზაურებენ, თუ არა ქართველები და უკრაინელები ევროკავშირში უვიზოდ 2016 წელს?

"ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობასა და მონდომებაზე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. პროცესის შუაში ვართ. პროგრესი საქართველოსა და უკრაინაში ნამდვილად დამაიმედებელია. დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალი შეფასება, სავარაუდოდ, ნოემბერში გვექნება და თუკი პროგრესი ისეთივე დამაიმედებელი იქნება, როგორიც დღეს არის, ვფიქრობ 2016 წელს ეს სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."