პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. "ბი-ბი-სის" ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და პოლონეთის ოპოზიციური პარტიის "კანონი და სამართლიანობა" კანდიდატი ანჯეი დუდა მონაწილეობენ.

22 მაისს ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტობაზე შანსები ორივე კანდიდატს თითქმის თანაბრად აქვს. კვლევით ცენტრ IBRIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 46,7% მეორე ტურში მხარს ბრონისლავ კომოროვსკის დაუჭერს, 46% კი აცხადებს, რომ ოპოზიციურ კანდიდატს მისცემს ხმას.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 მაისს გაიმართა. პირველ ტურში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 33,7% მიიღო, ანჯეი დუდამ კი 34%.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა