ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი უვადოდ გადაკეტა

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი უვადოდ გადაკეტა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"26 მაისს ფაშისტური ელემენტები, სააკაშვილის რეჟიმის მიმდევრები ქვეყანაში ქაოსის მოსაწყობად აპირებენ მასობრივ არეულობებს იმის მსგავსად, როგორც ეს უკრაინაში ხდება. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონაში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას პროვოკაციების შედეგად, რომელსაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები გეგმავენ, ასევე საქართველოს მცხოვრებთა მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ მიზნით გადმოსვლის აღსაკვეთად, მიღებულია გადაწყვეტილება, დღეს 20:00 საათიდან ვითარების ნორმალიზებამდე საზღვარზე გამშვები რეჟიმის დახურვის შესახებ", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?