მილიარდერები, რომლებსაც სკოლაც არ დაუმთავრებიათ

მილიარდერები, რომლებსაც სკოლაც არ დაუმთავრებიათ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამანსიო ორტეგამ სკოლაში სწავლა 13 წლის ასაკში გაჭირვების გამო მიატოვა

ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი - ეს ის მილიარდერები არიან, ვისაც საქვეყნო აღიარებისთვის არც უმაღლესი განათლება დასჭირვებია და მაგისტრის დიპლომი. პირიქით, სამივე მათგანმა უნივერსიტეტებში სწავლა თავის დროზე ბიზნესის გამო მიატოვა.

თანამედროვე მილიარდერებსა და მილიონერებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სასკოლო განათლებაც კი არ აქვს. ბევრმა მათგანმა მოზარდობისას სკოლაზე უარი გაჭირვების გამო თქვა და ოჯახის დახმარების მიზნით, სამსახურის ძებნა დაიწყო.

ამანსიო ორტეგა

"ფორბსის" 2015 წლის მონაცემებით, კომპანია "ინდიტექსის" დამფუძნებლის ქონება 66,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. "ზარას", "მასიმო დუტისა" და "ოიშოს" ბრენდების მფლობელმა სკოლაში სწავლას 13 წლის ასაკში დაანება თავი. ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა - მამა რკინიგზაში მუშაობდა, დედა კი მოახლე იყო და შვილების გამოსაკვები ფული არ ჰყოფნიდათ. თავდაპირველად, მომავალმა მილიარდერმა ერთ-ერთ ადგილობრივ მკერავთან კურიერად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საგალანტერიო მაღაზია La Maja-ში გადავიდა სამუშაოდ. "ზარას" პირველი მაღაზია ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად 1975 წელს გახსნა.

რიჩარდ ბრენსონი

ინგლისელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟურობით, 16 წლის ასაკში გამოაგდეს სკოლიდან ხშირი გაცდენებისა და ცუდად სწავლის გამო. "მშვიდობით, რიჩარდ. შენ ან ციხეში მოხვდები, ან საოცრად გამდირდები", - გაიხსენა სკოლის დირექტორის სიტყვები თავის ერთ-ერთ ბლოგში რიჩარდ ბრენსონმა. Virgin Group-ის დამფუძნებლის ქონება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 400 კომპანიას აერთიანებს, "ფორბსის" მონაცემებით 4,8 მილიარდი დოლარია.

კვენტინ ტარანტინო

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებამდე ერთ-ერთ კინოთეატრში კარისკაცად დაიწყო მუშაობა. ჟურნალ People With Money-ს მონაცემებით, კვენტინ ტარანტინო 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეჟისორია, მისი ქონება კი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს