"ადამიანს გამიზნულად დაუწყო სროლა ქილერმა" - ჟვანიას მოედანზე დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლების კომენტარი

"ადამიანს გამიზნულად დაუწყო სროლა ქილერმა" - ჟვანიას მოედანზე დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლების კომენტარი

ჟვანიას მოედანზე დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულის ახლობლებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

"ადამიანს გამიზნულად დაუწყო სროლა ქილერმა, რომ მოეკლა. საბედნიეროდ, თავში ვერ მოარტყა, რადგან ჩემმა მეგობარმა ხელი დააფარა. არ ვიცით ეს რატომ მოხდა", - განაცხადა დაზარალებულის ახლობელმა საიხან მუზაევმა. იგი შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, ხანგოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დღეს, დღის პირველ ნახევარში, ჟვანიას მოედანზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მას ცეცხლი დაუდგენელმა პირმა მანქანიდან გაუხსნა და ჭრილობები ხელის არეში აქვს მიყენებული.

"იმედის" ცნობით, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს და მოწმის სახით რამდენჯერმე დაიკითხა. ის ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ