იაპონიის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიის სამხრეთ რეგიონში მდებარე კუნძულ კუჩინოერაბუძიმადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. "როიტერის" ცნობით, კუნძულზე ვულკანი სინდაკე ამოიფრქვა, რის გამოც მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით და გემებით მიმდინარეობს. "იძულებული გავხდი საპარლამენტო სესია შემეწყვიტა და მთავრობისთვის დავალებები მიმეცა მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა სინძო აბემ.

ამ დროისთვის კუჩინოერაბუძიმაზე 137 ადამიანი ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი უკვე გაიყვანეს კუნძულიდან. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, მსხვერპლი არ არის. თუმცა, დაშავდა ერთი ადამიანი - 72 წლის მამაკაცი, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა