ბილ გეითსმა კაცობრიობის ყველაზე დიდ საშიშროებაზე ისაუბრა

ბილ გეითსმა კაცობრიობის ყველაზე დიდ საშიშროებაზე ისაუბრა

ბილ გეითსი, რომელმაც ”მაიკროსოფტის” უფროსის პოსტი დატოვა და საქველმოქმედო და კვლევით პროექტებს ახორციელებს, პრესასთან გლობალური საფრთხეების შესახებ ალაპარაკდა.

გეითსის აზრით, კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეუძლია დედამიწის მოსახლეობა საოცარი სისწრაფით შეამციროს. ამ საკითხის შესასწავლად გეითსმა შექმნა სპეციალური კვლევითი ჯგუფი, რომელმაც შესაძლო ინფექციური კატასტროფის მოდელირება მოახდინა. თუ მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდა, პროგნოზის მიხედვით, პირველი ასი დღის განმავლობაში ვირუსი 770 000 ადამიანს იმსხვერპლებს, 250 დღეში კი მსხვერპლი 33 მილიონ მოსახლემდე გაიზრდება.

სამაგიეროდ, ატომური ომის შანსები გეითსმა მინიმალურად შეაფასა და დასძინა, რომ მინიმუმ უახლეს ათწლეულში მსგავსი რამ არ მოხდება. თუმცა გლობალური პანდემიის იდეა აქტუალურია. ვინაიდან ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში და კონტინენტიდან კონტინენტზე ინტენსიური სიჩქარით მიდი-მოდიან, ნებისმიერი სასიკვდილო ვირუსის გავრცელება თვალის დახამხამებაში მოხდება.

საფრთხე, რომ ვირუსები და ბაქტერიები გაჩნდნენ, რეალურად ძალიან დიდია. მრავალი ბაქტერია ინვითარებს ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. თუ მიკრობები მაინც ”გაუსწრებენ” ფარმაციას, სამყაროს მოუწევს განუკურნებელ დაავადებებთან შეჭიდება. ამჟამად ევროპაში 400 000 ძლიერი ინფექცია იჩენს თავს, რომელიც დაახლოებით 25 000 ადამიანს კლავს.

მომზადებულია pravda.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია