ევროპაში ძაღლებმა და კატებმა მილიარდის ღირებულების ციფრული ტექნიკა "შეჭამეს"

ევროპაში ძაღლებმა და კატებმა მილიარდის ღირებულების ციფრული ტექნიკა "შეჭამეს"

ევროპაში შინაურმა ცხოველებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 2,1 მილიარდი ევროს ღირებულების ციფრული ტექნიკა "შეჭამეს". ამ მონაცემებს ტექნიკის დაცვის ასოციაცია SquareTrade აქვეყნებს.

აღმოჩნდა, რომ ადამიანის ოთხფეხა მეგობრები ტექნიკის ნამდვილი გამანადგურებლები არიან. ძაღლები და კატები დაუნდობლად ღეჭავენ და აზიანებენ ტელეფონებს, ნოუთბუქებს, პლანშეტებს....

დაზიანების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ცხოველებს ეს მოწყობილობები თავიანთი სათამაშოები ჰგონიათ და ღრღნიან. თუმცა ხშირია მათზე გადარბენისა და სითხის დაქცევის ფაქტებიც.

"ოჯახები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად. ამ მიზეზით ჩვენ უკვე 16 000-მა მომხმარებელმა მოგვმართა", - აცხადებენ კომპანიაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს