მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარია. სამწუხაროდ, მომღერალს საკუთარ დაბადების დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა, რის შედეგაც ავტომობილი, რომელშიც მამუკა იჯდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა. საბედნიეროდ, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. სავარაუდოდ, ავარიისას ის მარტო არ იმყოფებოდა. უცნობია მასთან ერთად მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ესეც დაბადების დღე, მაგარ ავარიაში მოვყევით!", - წერს მამუკა ონაშვილი და ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტოს "ფეისბუქზე" ავრცელებს.