139-ე საჯარო სკოლაში 10-მდე ბავშვი მოიწამლა - მოსწავლეებმა ინტოქსიკაციის შედეგად გონება დაკარგეს

139-ე საჯარო სკოლაში 10-მდე ბავშვი მოიწამლა - მოსწავლეებმა ინტოქსიკაციის შედეგად გონება დაკარგეს

თბილისში, 139-ე საჯარო სკოლაში 10-მდე ბავშვს მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს , მოწამვლის ნიშნები აღენიშნება 8 ბავშს, ყველა მათგანი 10 წლის არის. ამასთან, ორმა გონებაც დაკარგა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის მანქანები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ბავშვები ჰოსპიტალში გადაჰყავთ. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი უკვე გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მომხდარის შესახებ დეტალებს გაარკვევს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია