სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. "ბიბისის" ცნობით, კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლებში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 5-ით გაიზარდა და 30-ს მიაღწია. დაიღუპა ორი ადამიანი.

ეპიდემიის საფრთხის გამო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ საგანგებო სხდომა მოიწვია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით სულ 1 100 დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 436 ადამიანი.

კორონავირუსი რამდენიმე წლის წინ არაბეთის ნახევარკუნძულზე გაჩნდა. სიმპტომებით იგი ფილტვების ანთებას ჰგავს, აზიანებს თირკმლებს და სხვა ორგანოებს. კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა