139-ე სკოლა მთლიანად დაცლილია - ახალი დეტალები მოსწავლეების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით

139-ე სკოლა მთლიანად დაცლილია - ახალი დეტალები მოსწავლეების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით

მოწამვლის საფრთხის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის 139-ე სკოლა მთლიანად დაცალეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სკოლა დაატოვებინეს სკოლის დირექტორს და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებსაც. ამასთან, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბავშვების მოწამვლა რაიმე მომწამლავი ნივთიერების გამო მოხდა და ამიტომ სკოლაში ვინმეს ყოფნა სახიფათოა.

ამჟამად სკოლის ეზოში საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები რჩებიან. ამასთან, შედარებით ადრე გაუშვეს სკოლიდან მოსწავლეები. როგორც სკოლის დირექტორმა, ნათია ფხალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბავშვები სკოლიდან მაშინვე გაუშვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მეხუთე კლასის ათამდე მოსწავლე მოიწამლა. როგორც დირექტორი ამბობს, მისთვის უცნობია მოწამვლის მიზეზი.

"მეხუთე კლასელებს ჰქონდათ მუსიკის გაკვეთილი, სადაც ორმა ბავშვმა თქვა, აქვთ გულისრევის შეგრძნება და თავბრუსხვევა, რის შემდეგაც მოხდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბავშვმა თქვა, რომ იგივე სიმპტომები ჰქონდათ. სასწრაფომ მათ ჩაუტარდა პირველადი დახმარება, აქედან ექვსი ბავშვი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, ხოლო დანარჩენი ბავშვების მშობლებმა უარი განაცხადეს მათ გადაყვანაზე", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნათია ფხალაძემ.

მისივე განცხადებით, როგორც კი კლასი ბავშვებისგან დაიცალა, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პირადად დაათვალიერა მეხუთე კლასელების პირადი ნივთები. იგი გამორიცხავს, რომ რაიმე სახის ნივთიერება ან რაიმე სახის მომწავლავი ნივთიერება სკოლის შენობაში შეეტანათ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ|ექიმების პირველი კომენტარი სკოლაში მოწამლული 10 ბავშვის შესახებ და უახლესი ინფორმაცია მათ მდგომარეობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია