რის გამო აღმოჩნდა 10 მოსწავლე საავადმყოფოში - ყველა დეტალი და უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

რის გამო აღმოჩნდა 10 მოსწავლე საავადმყოფოში - ყველა დეტალი და უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

იაშვილის სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მტკიცებით, 139-ე სკოლის მოსწავლეები მოწამლული არ არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ერთ-ერთ ბავშვს გული წაუვიდა. მას სისხლის შაქრის დონე ჰქონდა დაბალი. დანარჩენი 5 ბავშვი კი მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა, თუმცა მათ ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი არ აღმოაჩნდათ.

ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ.

"ამ წუთებში ბავშვები კვლევების სტადიაში არიან, რაიმე გამაღიზიანებელი ეფექტით ან აირით ინტოქსიკაციას გამოვრიცხავ, მაშინ ბევრად მეტი იქნებოდა ინტოქსიკაცია, მათ შორის - პედაგოგთანაც. მე მგონი, უფრო უჰაერობა იყო და მერე უბრალოდ, დატრიალდა ისტერიის მომენტები", - აღნიშნა რუსაძემ.

139-ე სკოლაში თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მაშველები სკოლის შენობაში ბავშვების მოწამვლის მიზეზის დადგენას ცდილობენ. ისინი სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის ოთახს ამოწმებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლაში ქიმიის მასწავლებელი შეიყვანეს და სპეციალური აირწინაღებითა და აპარატებით ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია სკოლის მოსწავლეების მოწამვლა.

წინასწარი ინფორმაციით, 139-ე სკოლის მეხუთე კლასში 10 ბავშვი მოიწამლა, საიდანაც 9 ბიჭია. 6 ბავშვი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა გაუწიეს. შემთხვევა მუსიკის გაკვეთილზე მოხდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა მასწავლებელიც.

139-ე სკოლაში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სკოლაში სამართალდამცავები და სპეციალისტები მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია