ქართველი მეცნიერი ანტარქტიდაზე წლის მსოფლიო ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას

ქართველი მეცნიერი ანტარქტიდაზე წლის მსოფლიო ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას

დღეისათვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკებიდან უმრავლესობა არასტაბილურია - გარკვეული დროის შემდეგ სხვა ნაწილაკებად გარდაიქმნება. მათგან ერთ-ერთ გამონაკლისს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ აღმოჩენილი ნეიტრინო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში არსებულ ნაწილაკთა უმრავლესობას ნეიტრინოები შეადგენს, მათი დამზერა ძალზე რთულია - მილიარდი ნეიტრინოდან ხელსაწყოები მხოლოდ ერთს აღიქვამენ...

GzaPress ნეიტრინოების დამზერასა და კვლევას ისახავს მიზნად ექსპერიმენტი სახელად ICECUBE ("ყინულოვანი კუბი"), რომელიც 2013 წლის საუკეთესო ფიზიკურ ექსპერიმენტად აღიარეს. 1 კმ წიბოს მქონე დანადგარი სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდის ყინულებში რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზეა განთავსებული. პროექტის განხორციელებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეცნიერებს შორის ორი ქართველი ფიზიკოსი - რეზო შანიძე და გიორგი ჯაფარიძე მონაწილეობენ. ბატონ რეზოს საქართველოში პროექტის ფარგლებში??? ჩამოსულს შევხვდით და ამ მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე ვესაუბრეთ.

- "ყინულოვანი კუბი" კოსმოსური ნეიტრინოების დაკვირვების მიზნით შეიქმნა. დეტექტორი სამხრეთ პოლუსის 3 კმ-მდე სისქის ყინულის ორმოებშია განლაგებული. ანტარქტიდის ყინული იდეალური გარემოა ნეიტრინოების რეგისტრაციისთვის, რადგან მასში ძალიან მცირეა ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების მინარევი. ორმოებს ცხელი წყლის მაღალი წნევის ჭავლით თხრიან. მექანიკური დაზიანებისა და დიდ სიღრმეზე არსებული მაღალი წნევისაგან ხელსაწყოებს სპეციალური მინის საფარი იცავს.

- კონკრეტულად რა შედეგის გამო აღიარეს "ყინულოვანი კუბი" 2013 წლის საუკეთესო ფიზიკურ ექსპერიმენტად?

- მან პირველად დამზირა რამდენიმე ძალიან მაღალი ენერგიის ნეიტრინო. მოგეხსენებათ, სამხრეთ პოლუსზე ნახევარი წელი ღამეა, ნახევარი - დღე. ღამის სეზონზე ის აბსოლუტურად მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. ტემპერატურა იმდენად დაბალია, თვითმფრინავი რომ დაჯდეს, შეიძლება, ვეღარც აფრინდეს. ამიტომ, სამხრეთ პოლუსზე მდებარე მუნდსენ-სკოტის პოლარულ სადგურში საკვებს, საწვავსა და ექსპერიმენტისთვის საჭირო აპარატურას წინასწარ იმარაგებენ. პოლარული ღამის სეზონზე ამ სადგურში ყინულის კუბის ორი მეცნიერი რჩება. მათი მოვალეობა დეტექტორის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაა. იქ დაახლოებით 50 ადამიანია - სხვა ექსპერიმენტის მონაწილე მეცნიერები და დამხმარე პერსონალი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს