ე.წ. სამხრეთ ოსეთი გაეროს 3 ივნისის რეზოლუციას ეხმაურება

ე.წ. სამხრეთ ოსეთი გაეროს 3 ივნისის რეზოლუციას ეხმაურება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ 3 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

"რა ამოძრავებს რეზოლუციის მომხრეებს, რომ მას მხარი დაუჭირონ, როდესაც მათ წარედგინება მხოლოდ ცალმხრივი, ანგაჟირებული საქართველოს პოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა რეალურ სურათს საქმის ვითარებაზე?! ხომ არ არის დრო, იმის ნაცვლად, რომ წლიწან წლამდე ხდებოდეს პოლიტიკურად მოტივირებული ტექსტის ტირაჟირება, გამოხატოთ პატივისცემა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისადმი და მისცეთ მათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია, რათა დოკუმენტი არ იყოს ობიექტურობას მოკლებული?", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?