გოგა ხაჩიძე ყოფილ თანაპარტიელებს ინიციატივის მოპარვაში ადანაშაულებს

გოგა ხაჩიძე ყოფილ თანაპარტიელებს ინიციატივის მოპარვაში ადანაშაულებს

4 ივნისს, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. დღეს, 6 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის პრინციპების პრეზენტაცია გამართა, სადაც ხელისუფლებას მოგების გადასახადის გაუქმება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძე ფეისბუქზე წერს:

"იმ დღეს 4 ივნისი იყო - დღეს 6 ივნისია.

8 ივნისს ზურაბ ჯაფარიძე გამართავს აღნიშნული ინიციატივის დეტალურ პრეზენტაციას, რომლის განმეორებით ნახვას (უკვე სხვა ოფისში) შეძლებთ 10 ივლისს.

რაც უფრო მეტი მომხრე და მიმდევარი გამოუჩნდება აღნიშნულ ინიციატივას, მით უკეთესი", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს