თურქეთში ერდოღანის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

თურქეთში ერდოღანის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

თურქეთში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. "ბიბისის" ცნობით, გუშინ ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ მხოლოდ 41 პროცენტის მოპოვება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პარლამენტში კოალიციის ფორმირება სხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად მოუწევს ან დარჩება უმცირესობაში.

მიღებული შედეგების მიხდევით, ერდოღანის პარტია პარლამენტში 258 ადგილს დაიკავებს, რაც 18 ადგილით ნაკლებია იმისათვის, რომ პარტიამ უმრავლესობამ მოიპოვოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, გუშინდელი არჩევნების შედეგები პრეზიდენტ ერდოღანისათვის სერიოზული მარცხია, იგი ვეღარ შეძლებს საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას. 7 ივნისის არჩევნების შედეგად, მეორე ადგილას არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 25 პროცენტით "რესპუბლიკური სახალხო პარტია" გავიდა, მესამე ადგილი "ეროვნული მოძრაობის პარტიამ" 16.5 პროცენტით დაიკავა, ქურთების პარტიამ კი 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, შედეგად იგი პირველად ისტორიაში პარლამენტში შევა. თუმცა, ქურთების "სახალხო დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, სელაჰათთინ დემირტაში გამორიცხავს ერდოღანის პარტიასთან ერთად კოალიციის ფორმირებას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა